Wednesday, December 5, 2012

ბუნებაში მომქმედი ძალები.

 
პროექტის სახელწოდება: ბუნებაში მომქმედი ძალები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): დავანახო მოსწავლეებს რამდენი სახის ძალა არსებობს ბუნებაში და მათი მოქმედების პრინციპი. (წევის ძალა, სიმძიმის ძალა, რეაქციის ძალა, ხახუნის ძალა, ამომგდები ძალა, დრეკადობის ძალა, მსოფლიო მიზიდულობის ძალა.)
პროექტის აქტუალობა: ეს თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საჭიროება მოითხოვს, რომ ყველამ იცოდეს ბუნებაში არსებული ხილული თუ უხილავი ძალების შესახებ. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ ძალების ანალოგიების მოძიება ბუნებაში. ეს ხელს შეუწყობს მათი ინტერესის გაღვივებას და ფიზიკის სწავლისათვის მეტ სტიმულს მისცემს.
პროექტის მიზნები: თეორიულ ცოდნას მოუძებნონ პრაქტიკული გამოყენება. მოძიებული მასალის წყალობით უფრო ღრმად შეისწავლონ ბუნების კანონზომიერებები და ჩამოუყალიბდეთ განსხვავებული ხედვა ბუნებაში არსებულ ძალებზე.
მონაწილეთა ასაკი: 14-16 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტისათვის მოსწავლეები თვითონვე ამზადებენ ხელსაწყოებს, რომლებსაც იყენებენ ექსპერიმენტის ჩატარების დროს. ექსპერიმენტის მსვლელობისას მოსწავლეები იღებენ სურათებს, აკეთებენ ჩანაწერებს, აწყობენ პრეზენტაციას და მასალებს განათავსებენ ინტერნეტში ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ხელსაწყოებისთვის საჭირო მასალა,  ხელსაწყოები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მიმდინარე სამუშაოს ეტაპები ასე ნაწილდება: 1. სამუშაოს ვანაწილებ ჯგუფებში. 2. თითოეული ჯგუფი მუშაობს ერთი კონკრეტული ძალის ირგვლივ. 3. შეისწავლიან და იკვლევენ ამ ძალის მოქმედების პრინციპს. 4. იღებენ სურათებს, აწყობენ პრეზენტაციას და მიღებულ მასალებს განათავსებენ ინტერნეტში. 5.  აყალიბებენ შედეგს და გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები. 6. პროექტის დასასრულს მოეწყობა სურათების და მოსწავლეთა მიერ აწყობილი ხელსაწყოების გამოფენა, რომელსაც დაესწრება სკოლის დირექცია და მოწვეული სტუმრები.
საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ასტრონომია.
პროექტის ხელმძღვანელი: ლ. ღვინიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lghviniashvili@gmeil.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lghviniashvili.blogspot.com








No comments:

Post a Comment